LIMSwiki
სარჩევი
Rattle and Hum | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი / საკონცერტო ჩანაწერები — | ||||
გამოცემის თარიღი | 10 ოქტომბერი, 1988 | |||
ჩაიწერა | 1987–1988 | |||
სტუდია |
| |||
ჟანრი | როკი, რუტს-როკი | |||
ხანგრძლივობა | 72:27 | |||
ლეიბლი | Island | |||
პროდიუსერი | ჯიმი აიოვინი | |||
U2 — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Rattle and Hum | ||||
|
Rattle and Hum — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს მეექვსე სტუდიური (საკონცერტო ჩანაწერებთან ერთად) ალბომი და ამავე სახელწოდების ფილმი. როგორც ალბომი, ასევე ფილმი 1988 წელს გამოვიდა. მათში შეტანილია ჯგუფის საკონცერტო ჩანაწერები, ქავერ-ვერსიები და ახალი სიმღერები. წინა ალბომის The Joshua Tree მიერ დამკვიდრებული ტრადიციით, Rattle and Hum როგორც ამერიკული ტრადიციული მუსიკის, ასევე ბლუზ-როკის, ფოლკ-როკის და გოსპელური მუსიკის ელემენტებს შეიცავს. ფილმი ძირითადად აშშ-შია გადაღებული, The Joshua Tree Tour-ის პერიოდში და ასახავს ჯგუფის ამერიკულ მუსიკასთან ექსპერიმენტებს.
მიუხედავად იმისა, რომ Rattle and Hum მიზნად ისახავდა ჯგუფის მიერ როკ-ლეგენდებისადმი პატივისცემას, ზოგიერთი კრიტიკოსი თვლიდა, რომ ჯგუფმა საკუთარი თავი მათ შორის დააყენა. კრიტიკოსთა შეფასებები შერეული იყო, მაგრამ ალბომს წილად კომერციული წარმატება ხვდა. იგი რამდენიმე ქვეყნის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოხვდა და გაიყიდა 14 მილიონი ასლის ოდენობით.[1]
ისტორია
"ძალიან მომწონდა უფრო ფართო მასშტაბების იდეა, რამდენად გამოვიდოდა ეს. ყოველთვის პატივს ვცემდი ტომ პარკერს და ბრაიან ეპსტაინს იმისთვის, რომ იცოდნენ, თუ როგორ შეეძლო მუსიკას მთელი სამყაროს წარმოსახვის გადმოცემა" — U2-ს მენეჯერი პოლ მაკგინესი, ფილმის შექმნის მოტივაციის განმარტება.[2]
|
ჰარტფორდში, 1987 წლის ტურნეს The Joshua Tree Tour ყოფნისას U2 შეხვდა რეჟისორ ფილ ჟოანუს, რომელმაც მათ მოულოდნელად შესთავაზა ტურნეს შესახებ ფილმის გადაღება. ჟოანუს შემოთავაზებით, ჯგუფს უნდა ემუშავა მარტინ სკორსეზესთან, ჯონათან დემთან ან ჯორჯ მილერთან. მოგვიანებით იგი ოთხეულს დუბლინში შეხვდა. კიდევ ერთხელ ჟოანუმ და U2-მ ისაუბრეს საფრანგეთში, სექტემბერში და ჯგუფმა მას საბოლოოდ სთხოვა, თავად ემუშავა ფილმზე, როგორც რეჟისორს. თავდაპირველად ფილმის სახელწოდება უნდა ყოფილიყო U2 in the Americas. ჯგუფი აპირებდა მის ჩიკაგოში და ბუენოს-აირესში გადაღებას.[3] გადაწყდა, რომ ჩიკაგოს დარბაზი ამისთვის არ გამოდგებოდა, ამიტომ სანაცვლოდ დენვერის მაკნიკოლზის სპორტული არენა აირჩიეს. Live at Red Rocks: Under a Blood Red Sky-ს შემდეგ (იგი ოთხი წლით ადრე გადაიღეს), ჯგუფი იმედოვნებდა, რომ წარმატება განმეორდებოდა.[4] წარმოების პრობლემების და 1.2 მილიონი აშშ დოლარის ხარჯის გამო ჯგუფმა სამხრეთ ამერიკაში დეკემბერში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა. პრომოუტერ ბარი ფეის შემოთავაზებით, აირჩიეს არიზონაში მდებარე სან დევილის სტადიონი.[4]
თავად ფილმი "როკუმენტური" ჟანრის არის და დაფინანსებულია ჯგუფის მიერ. დაგეგმილი იყო მისი მცირე რაოდენობის კინოთეატრებში, დამოუკიდებელი ნამუშევრის სახით ჩვენება. ბიუჯეტის გადაჭარბების შემდეგ ფილმი შეიძინა Paramount Pictures-მა და 1988 წელს კინოთეატრებში გამოუშვა. 1989 წელს იგი ვიდეო კასეტებზე გამოიცა. ფილმის პროდიუსერი მაიკლ ჰემლინია. პოლ ვასერმანი პრომოუშენის დროს პრესასთან ურთიერთობდა, ჟურნალისტის სახით.[5] ფილმი შეიცავს როგორც სტუდიურ, ასევე საკონცერტო კადრებს და ჯგუფის ინტერვიუს ნაწყვეტებს. ალბომი შეიცავს საკონცერტო მასალას და ახალ სტუდიურ ჩანაწერებს, რომლებიც ჯგუფის ამერიკულ მუსიკასთან ექსპერიმენტებს განავრცობენ. ჩანაწერის პროდიუსერი ჯიმი აიოვინია.
სახელწოდება Rattle and Hum აღებულია The Joshua Tree-ს მეოთხე სიმღერის "Bullet the Blue Sky" ტექსტიდან. სურათი, გამოყენებული ალბომის გარეკანზე და ფილმის პოსტერზე, ასახავს ბონოს, რომელსაც The Edge-სკენ მომართული პროჟექტორი უკავია. ეს არის მომენტი "Bullet the Blue Sky"-ს შესრულებიდან, დაფიქსირებული როგორც ფილმში, ასევე ალბომში, მაგრამ სპეციალურად გადაღებული სტუდიაში, ანტონ კორბეინის მიერ.[6] გრამფირფიტის რამდენიმე ასლზე პირველ მხარეზე ამოტვიფრულია "We Love You A.L.K." (იგულისხმება ჯგუფის ერთ-ერთი მენეჯერი ენ ლუიზ კელი, რომელიც მოგვიანებით Pop-ში დამალული გზავნილების ობიექტიც იყო.
სიმღერების სია
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | შემსრულებელი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|---|
1. | „Helter Skelter“ (საკონცერტო) | ლენონი–მაკ-კარტნი | U2 | 3:07 |
2. | „Van Diemen's Land“ | ეჯი | U2 | 3:05 |
3. | „Desire“ | U2 | U2 | 2:59 |
4. | „Hawkmoon 269“ | U2 | U2 | 6:22 |
5. | „All Along the Watchtower“ (საკონცერტო) | ბობ დილანი | U2 | 4:24 |
6. | „I Still Haven't Found What I'm Looking For“ (საკონცერტო) | U2 | U2 | 5:53 |
7. | „Freedom for My People“ | ადამ გასოუ, სტერლინგ მეჯი | გასო, მეჯი | 0:38 |
8. | „Silver and Gold“ (საკონცერტო) | ბონო | U2 | 5:49 |
9. | „Pride (In the Name of Love)“ (საკონცერტო) | U2 | U2 | 4:27 |
10. | „Angel of Harlem“ | U2 | U2 | 3:49 |
11. | „Love Rescue Me“ | U2 | U2 და ბობ დილანი | 6:24 |
12. | „When Love Comes to Town“ | U2 | U2 და ბიბი კინგი | 4:15 |
13. | „Heartland“ | U2 | U2 | 5:03 |
14. | „God Part II“ | U2 | U2 | 3:15 |
15. | „The Star Spangled Banner“ (საკონცერტო) | ჯონ სტეფორდ სმითი | ჯიმი ჰენდრიქსი | 0:43 |
16. | „Bullet the Blue Sky“ (საკონცერტო) | U2 | U2 | 5:36 |
17. | „All I Want Is You“ | U2 | U2 | 6:30 |
საერთო ხანგრძლივობა: | 72:27 |
ფილმი
„Rattle and Hum“ | |
---|---|
რეჟისორი | ფილ ჟოანუ |
პროდიუსერი | მაიკლ ჰემლინი |
როლებში |
ბონო The Edge ადამ კლეიტონი ლარი მალენი |
კომპოზიტორი |
ბონო The Edge ადამ კლეიტონი ლარი მალენი |
ოპერატორი | რობერტ ბრინკმენი, ჯორდან კრონენვეთი |
მონტაჟი | ფილ ჟოანუ |
სტუდია | Midnight Films |
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 98 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 5 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 8.6 მილიონი აშშ დოლარი[7] |
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | შემსრულებელი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|---|
1. | „Helter Skelter“ (საკონცერტო) | ლენონი-მაკ-კარტნი | U2 | |
2. | „Van Diemen's Land“ | The Edge | U2 | |
3. | „Desire“ (დემო) | U2 | U2 | |
4. | „Exit/Gloria“ (საკონცერტო) | U2 (Exit), ვენ მორისონი (Gloria) | U2 | |
5. | „I Still Haven't Found What I'm Looking For“ (რეპეტიცია) | U2 | U2 და The New Voices of Freedom | |
6. | „Freedom for My People“ | ადამ გასოუ და სტერლინგ მეჯი | სტერლინგ მეჯი და ადამ გასოუ | |
7. | „Silver and Gold“ (საკონცერტო) | ბონო | U2 | |
8. | „Angel of Harlem“ (დემო) | U2 | U2 | |
9. | „All Along the Watchtower“ (საკონცერტო) | Bob Dylan | U2 | |
10. | „In God's Country“ (საკონცერტო) | U2 | U2 | |
11. | „When Love Comes to Town“ (რეპეტიცია, საკონცერტო) | U2 | U2 და ბიბი კინგი | |
12. | „Heartland“ | U2 | U2 | |
13. | „Bad/Ruby Tuesday/Sympathy for the Devil“ (საკონცერტო) | U2 (Bad), ჯეგერი/რიჩარდსი (Ruby Tuesday, Sympathy for the Devil) | U2 | |
14. | „Where the Streets Have No Name“ (საკონცერტო) | U2 | U2 | |
15. | „MLK“ (საკონცერტო) | U2 | U2 | |
16. | „With or Without You“ (საკონცერტო) | U2 | U2 | |
17. | „The Star Spangled Banner“ (Excerpt) | ჯონ სტეფორდ სმითი | ჯიმი ჰენდრიქსი | |
18. | „Bullet the Blue Sky“ (საკონცერტო) | U2 | U2 | |
19. | „Running to Stand Still“ (საკონცერტო) | U2 | U2 | |
20. | „Sunday Bloody Sunday“ (საკონცერტო) | U2 | U2 | |
21. | „Pride (In the Name of Love)“ (საკონცერტო) | U2 | U2 | |
22. | „All I Want Is You“ (ჟღერს ტიტრების დროს) | U2 | U2 |
რესურსები ინტერნეტში
- ინფორმაცია ალბომის შესახებ U2.com-ზე
- „Rattle and Hum“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „Rattle and Hum“ — Allmovie-ზე
სქოლიო
- ↑ Stokes (2005), p. 78
- ↑ McGee (2008), p. 105
- ↑ McGee (2008), pp. 105, 109
- ↑ 4.0 4.1 McGee (2008), p. 112
- ↑ U2: Rattle and Hum (1988) – Full cast and crew. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 10 August 2011.
- ↑ Scrimgeour (2004), p. 273
- ↑ U2: Rattle and Hum (1988). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 21 June 2017.