HL7 Wiki
სარჩევი
ჰევეა | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
ლათინური სახელი | |||||||||
Hevea | |||||||||
ჰევეა (ლათ. Hevea) — მარადმწვანე მცენარეთა გვარი რძიანასებრთა ოჯახისა. ერთსახლიანი ხეებია.
12-მდე სახეობა იზრდება ტროპიკულ ამერიკაში. ბრაზილიური ჰევეა (ლათ. Hevea brasiliensis) ბუნებრივი კაუჩუკის წყაროა. ველურად იზრდება მდინარე ამაზონის ველის ტენიან ტროპიკულ ტყეებში.
კულტივირებულია სხვა ტროპიკულ ქვეყნებში (ძირითადად შრი-ლანკაზე, მალაკის ნახევარკუნძულზე, დიდი ზონდის კუნძულებზე). ხის სიმაღლეა 30-40 მ. მისი რძეწვენი შეიცავს კაუჩუკს, რომლის მისაღებად 10-12 წლის ხეებს სერავენ. ერთი ხისაგან წელიწადში 3-4 (7,5) კგ კაუჩუკს იღებენ.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 613.