The impact of extraction protocol on the chemical profile of cannabis extracts from a single cultivar

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

ბოგოტა (ესპ. Bogotá; 2000 წლამდე ერქვა სანტა-დე-ბოგოტა) — კოლუმბიის დედაქალაქი. სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი და კოლუმბიის ყველაზე დიდი ქალაქი. ფართობის მიხედვით, ბოგოტა მსოფლიოს 30 უდიდესი ქალაქის სიაშია. მესამეა ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქებს შორის (2 625 მ). (ლა-პასისა და კიტოს შემდეგ). ბოგოტაში არაერთი უნივერსიტეტი და ბიბლიოთეკაა, ამიტომ მას ხშირად „სამხრეთ ამერიკის ათენსაც“ უწოდებენ.

დღის სურათი

პეტრა კლინგლერი კლდეზე ცოცვის მსოფლიო ჩემპიონატის კონბინირებულ ფინალში
პეტრა კლინგლერი კლდეზე ცოცვის მსოფლიო ჩემპიონატის კონბინირებულ ფინალში
პეტრა კლინგლერი კლდეზე ცოცვის მსოფლიო ჩემპიონატის კონბინირებულ ფინალში

სიახლეები

შეიხ ჰასინა

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


6 აგვისტო — ამ დღეს...

ატომური ბომბი "ლიტლ ბოი"
ატომური ბომბი "ლიტლ ბოი"
  • 988 : კიევის რუსეთის მთავარი ვლადიმირი ქრისტიანობას იღებს.
  • 1783 : საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ შედის.
  • 1806 : საღვთო რომის ბოლო იმპერატორი ფრანც II გადადგა — იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.
  • 1923 : ჰენრი სალივენმა ლა-მანშის სრუტე გადასცურა.
  • 1926 : კინოსტუდია Warner Bros.-მა პირველი ხმოვანი კინოფილმი „დონ ჟუანი“ წარმოადგინა.
  • 1945 : აშშ-ის ბომბდამშენმა B-29 Superfortress იაპონიის ქ. ჰიროსიმაზე ატომური ბომბი „ლიტლ ბოი“ (სურათზე) ჩამოაგდო. აფეთქებამ 200 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
  • 1960 : კუბის რევოლუციააშშ-ის ემბარგოს საპასუხოდ კუბამ ქვეყანაში ამერიკული და უცხოური საკუთრების ნაციონალიზაცია მოახდინა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ბმულების რედაქტირება