Type a search term to find related articles by LIMS subject matter experts gathered from the most trusted and dynamic collaboration tools in the laboratory informatics industry.
სახელწოდების გარეშე | |
---|---|
ზედა:ჩრდილოეთ ამერიკული XaviXPORT. ქვედა: ევროპული Domyos Interactive System. | |
შემქმნელი | SSD COMPANY LIMITED |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეექვსე თაობა |
გამოშვების თარიღი | აგვისტო, 2004 |
თავდაპირველი ფასი | 79.99 აშშ დოლარი |
შეწყდა | 2017[1] |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
საიტი | xavixstore.com |
XaviXPORT , ევროპაში იყიდებოდა როგორც Domyos Interactive System — მეექვსე თაობის კარტრიჯული სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია SSD COMPANY LIMITED-ის მიერ. გამოვიდა 2004 წლის აგვისტოში აშშ-ში.[2][3]
დაანონსდა Consumer Electronics Show-ის შოუზე, ლას-ვეგასში, 2004 წლის 8 იანვარს. XaviXPORT-ზე მუშაობდა Nintendo Entertainment System-ის შემქმნელთა 9 კაციანი ჯგუფი.[4]
კონსოლი გამოიყენებდა უსადენო სათამაშო კონტროლერს, რომელიც ახდენდა სპორტული აღჭურვილობების სიმულაციას (ბეისბოლის ბიტა, ან ჩოგბურთის ჩოგანი, ბოულინგის ბურთი), რა დროსაც სენსორის საშუალებით მომხმარებლის ქმედება აისახებოდა ტელევიზორის ეკრანზე. კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 79 აშშ დოლარს[2] მისი წარმოება შეწყდა 2017 წელს.
|
|