Knowledge Base Wiki

Search for LIMS content across all our Wiki Knowledge Bases.

Type a search term to find related articles by LIMS subject matter experts gathered from the most trusted and dynamic collaboration tools in the laboratory informatics industry.

RSS Feed
RSS-XML

RSS (აბრევიატურა სიტყვებისა Really Simple Syndication" ან "Rich Site Summary") წარმოადგენს საიტზე გამოქვეყნებული სიახლეების სიას.

სიის თოთოეული წევრი შეიცავს როგორც სიახლის სათაურს და ტექსტს, ისე მის დამატებით მონაცემებს — გამოქვეყნების თარიღს, ავტორს და ა.შ. მისი საშუალებით მარტივად შეიძლება გავიგოთ არის თუ არა საიტზე რაიმე სიახლე.

სია შედგენილია განსაკუთრებული, კომპიუტერთათვის გასაგები XML ენის საშუალებით.

ისტორია

  • 1997 — Dave Winer-მა შექმნა სკრიპტ სიახლეები (ScriptingNews). RSS გაჩნდა.
  • 1999 — Netscape-მა გამოუშვა RSS 0.90. ეს უბრალო XML იყო RDF სათაურით.
  • 1999 — Dave Winer-მა UserLand-ზე შექმნა scriptingNews 2.0b1.
  • 1999 — Netscape-მა შექმნა RSS 0.91. ამ ვერსიაში მოეხსნა RDF სათაური.
  • 1999 — UserLand-მა შეწყვიტა scriptingNews-ის გამოყენება და ის იყენებდა მხოლოდ RSS 0.91-ს.
  • Netscape-მა შეწყვიტა RSS-ის შექმნა.
  • 2000 — UserLand-მა მიიღო RSS 0.91-ის ოფიციალური სერტიფიკატი.
  • 2000 — Rael Dornfest-ის ჯგუფმა O'Reilly-ზე შექმნა RSS 1.0. ეს ფორმატი იყენებდა RDF და namespaces-ს.
  • 2000 — Dave Winer-მა UserLand-ზე შექმნა RSS 0.92.
  • 2002 — Dave Winer-მა Userland-ის დატოვების შემდეგ შექმნა RSS 2.0.
  • 2003 — ოფიციალური RSS 2.0 სერტიფიკატი გამოშვებულია.

რა განსხვავებებია?

RSS 1.0 არის მხოლოდ ვერსია, რომელიც შეიქმნა W3C RDF სტანდარტების გამოყენებით.

RDF-ის იდეა არის სემანტიკური ვების შექმნა. თუმცა მას არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ორდინალური მომხმარებლისათვის, მაგრამ ვებსტანდარტების გამოყენებით ადვილი იქნება პიროვნებისთვის და პროგრამისათვის მონაცემების გაცვლა.

RSS-ის რომელი ვერსია გამოვიყენო?

RSS 0.91 და RSS 2.0 ვერსიები არის ბევრად ადვილი მოსახმარი, ვიდრე RSS 1.0.

არსებობს RSS ვებ სტანდარტი?

არ არსებობს ოფიციალური სტანდარტი RSS-სათვის.

  • RSS feed-ის 50 % იყენებს RSS 0.91
  • 25 % იყენებს RSS 1.0
  • დარჩენილი 25 % დაყოფილია RSS 0.9x და RSS 2.0 ვერსიებს შორის

რა უნდა ვიცოდეთ

სანამ სწავლას დაიწყებდეთ, უნდა იცოდეთ შემდეგი:

თუ გსურთ HTML-ის შესწავლა, იმოქმედეთ ბმულზე.

რა რის RSS?

  • RSS იშიფრება, როგორც ნამდვილად უბრალო სინდიკაცია(Really Simple Syndication)
  • RSS საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ჩვენი საიტის შემცველობის სინდიკაცია
  • RSS განსაზღვრავს ადვილ გზას სათაურების და შემცველობის გამოსაქვეყნებლად და სანახავდ
  • RSS ფაილები ავტომატურად ახლდება
  • RSS საშუალებას გვაძლევს განვასახიეროთ სხვადასხვა ვებ გვერდების შემცველობა
  • RSS იწერება XML-ზე

რატომ გამოვიყენოთ RSS?

RSS შეიქმნა არჩეული მონაცემების საჩვენებლად. RSS-ის გარეშე, მომხმარებლებს მოუწევთ მთელი საიტის ყოველდღიურად შემოწმება, რათა იხილონ განახლებები. ამისათვის კი ბევრ მომხმარებელს არ აქვს დრო. RSS feed-ით ისინი ვებ-გვერდებს შეამოწმებენ სწრაფად RSS აგრიგატორის დახმარებით.

ვინ გამოიყენებს RSS?

ვებმასტერებს, რომლებიც იშვიათად ანახლებენ თავიანთ ვებ-გვერდს, არ სჭირდებათ RSS. RSS გამოყენებადია ვებ-გვერდებისათვის, რომლებიც ახლდება ძალიან ხშირად, ისევე, როგორც:

RSS-ის სამომავლო გეგმები

RSS საკმაოდ სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ათასობით საიტი იყენებს RSS-ს და უფრო მეტი ხალხი ხვდება მის სარგებლიანობას. RSS-თან ერთად ინტერნეტში ინფორმაციის ძიება ადვილია და ვებ-პროგრამისტებს შეუძლიათ გაავრცელონ თავიანთი ინფორმაცია უფრო ადვილად. ეს არის უძლიერესი რამ

RSS წამკითხველები

არსებობს მრავალი RSS წამკითხველი. ზოგიერთი მუშაობს, როგორც ვებ-სერვისი და ზოგიერთი კი მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე.

შეხსენება: Mozilla Firefox ბრაუზერს აქვს ჩაშენებული RSS წამკითხველი. თუ ჩვენ შევალთ საიტზე, რომელიც გვთავაზობს RSS წყაროებს, ჩვენ დავინახავთ Firefox RSS იარლიყს მისამართების პანელში. ვიმოქმედოთ იარლიყზე, რათა წავიკითხოთ RSS.

ასევე არსებობს სკრიპტები რომელიც საშუალებას გვაძლევენ განვათავსოთ ჩვენს საიტზე RSS წამკითხველები. ეს უზრუნველყოფს ჩვენი საიტის მუდმივ განახლებას და მის მეტ ინფორმატიულობას!

რესურსები ინტერნეტში