Search for LIMS content across all our Wiki Knowledge Bases.
Type a search term to find related articles by LIMS subject matter experts gathered from the most trusted and dynamic collaboration tools in the laboratory informatics industry.
28 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 148-ე დღე (ნაკიან წლებში - 149-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 217 დღე.
დღის მოვლენები
ძვ. წ. 585 : მზის დაბნელება, რომელიც ბერძენმა ფილოსოფოსმა თალესმა იწინასწარმეტყველა. კარდინალური თარიღი, რომლის მიხედვით სხვა თარიღების დადგენა გახდა შესაძლებელი.
1503 : სამუდამო მშვიდობის ხელშეკრულება დაიდო შოტლანდიასა და ინგლისს შორის, რომელიც 10 წელს გასტანს.
1830 : აშშ-ს პრეზიდენტმა ენდრიუ ჯექსონმა ხელი მოაწერა კანონს ინდიელების გადასახლების შესახებ, რომლის მიხედვით მათ აგრეთვე ჩამოერთვათ სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები. გადასახლება 1831 წელს დაიწყო.
1863 : ბოსტონში პირველი ამერიკულული შავკანიანთა პოლკი შეიქმნა.
1961 : ინგლისურმა გაზეთმა „ობსერვერ“ გამოაქვეყნა ლონდონელი იურისტის პიტერ ბენენსონის „ამინისტიის მოწოდება“. ეს დღე ითვლება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის «Amnesty International» -ს დაბადების დღედ.