15 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 135-ე დღე (ნაკიან წლებში - 136-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 230 დღე.
დღის მოვლენები
1618 : იოჰანეს კეპლერმა პლანეტათა მოძრაობის მესამე კანონი დაამტკიცა.
1756 : ინგლისსა და საფრანგეთს შორის შვიდწლიანი ომი დაიწყო.
1792 : საფრანგეთმა სარდინიას ომი გამოუცხადა.
1796 : ნაპოლეონის ტრიუმფალური სვლა მილანში.
1811 : პარაგვაი ესპანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
1817 : აშშ-ში პირველი სულიერად ავადმყოფთა საავადმყოფო „საკუთარ აზრს მოკლებულ ხალხთა სანუგეშო თავშსესაფარი“ გაიხსნა ფილადელფიაში (პენსილვანია).
1879 : დაარსდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“.
1918 : აშშ-ის საფოსტო სამსახური პირველად მსოფლიოში იწყებს რეგულარულ საჰაერო მომსახურებას (ნიუ-იორკს, ფილადელფიასა და ვაშინგტონს შორის).
1919 : საბერძნეთის ჯარები გადმოსხდნენ იზმირში , დაიწყო საბერძნეთ -თურქეთის 1919-22 წლების ომი.
1928 : გამოვიდა პირველი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი მიკი მაუსის მონაწილეობით - „შეშლილი თვითმფრინავი“ .
1932 : სამხედრო გადატრიალების მცდელობისას იაპონიის პრემიერ-მინისტრი ინუკაი ცუიოში მოკლეს.
1935 : გაიხსნა მოსკოვის მეტროპოლიტენი .
1940 : ნეილონის ქალის წინდა გაიყიდა პირველად აშშ-ში.
1940 : გაიხსნა მაკდონალდსის პირველი რესტორანი.
1943 : სტალინმა კომინტერნი (მესამე ინტერნაციონალი) გააუქმა.
1948 : ეგვიპტე, ტრანსიორდანია, ლიბანი, სირია, ერაყი და საუდის არაბეთი ისრაელს დაესხა.
1948 : პალესტინაში დასრულდა ბრიტანელთა 28-წლიანი მმართველობა.
1955 : ხელი მოეწერა ხუთმხრივ შეთანხმებას ავსტრიის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.
1957 : ბრიტანეთმა პირველი წყალბადის ატომი გამოსცადა.
1958 : გაშვებულ იქნა კოსმოსური ხომალდი „სპუტნიკ-3“ .
1960 : გაშვებულ იქნა კოსმოსური ხომალდი „სპუტნიკ-4“.
1988 : რვაწლიანი ომის შემდეგ დაიწყო ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების ეტაპობრივი გამოყვანა.
1990 : ვან გოგის „ექიმი გაშეს პორტრეტი“ $82,5 მილიონად გაიყიდა (იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირი ნახატი).
2008 : ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარმა მიწისძვრამ 30 000 ადამიანი შეიწირა.
2009 : თბილისში გაიხსნა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ალტერვიზია .
2024 : სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ამ დღეს დაბადებულნი
ამ დღეს გარდაცვლილნი
დღესასწაულები
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები