Type a search term to find related articles by LIMS subject matter experts gathered from the most trusted and dynamic collaboration tools in the laboratory informatics industry.
დედაქალაქი | |
---|---|
ჰაგატნა Hagåtña | |
ქალაქის პანორამა | |
ქვეყანა | გუამი |
კოორდინატები | 13°29′00″ ჩ. გ. 144°45′00″ ა. გ. / 13.48333° ჩ. გ. 144.75000° ა. გ. |
მმართველი | John A. Cruz |
ფართობი | 2,33 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი |
მოსახლეობა | 1051 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 451,07 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+10 |
საფოსტო ინდექსი | 96910 და 96932 |
ოფიციალური საიტი | http://ns.gov.gu/agana.html |
ჰაგატნა (ჩამორო: Hagåtña) — გუამის ადმინისტრაციული ცენტრი. 1998 წლამდე ჰაგატნას ერქვა აგანია. ქალაქი მდებარეობს კუნძულის დასავლეთ სანაპირო ზოლში. მოსახლეობა შეადგენს 1051 ადამიანს[1] (2010). ქალაქში მრავლადაა ქანდაკებები. ერთ-ერთი მათგანია რომის პაპის იოანე-პავლე II ქანდაკება.
ამ ადგილას ჩამოროელების პირველი დასახლებები გაჩნდა ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 500 წელს.[2] ჰაგატნაზე პირველად ევროპელები 1668 წელს გამოჩნდნენ, ეს იყო ესპანელი მოგზაური დიეგო-ლუის სან ვიტორესი სწორედ ამ წელს აქ დაარსდა დასახლებული პუნქტი აიგო პირველი კათოლიკური ტაძარი. 1898 წელს ესპანეთმა ამერიკასთან ომში, თავისი კოლონიების დიდი ნაწილი დაკარგა, მათ შორის მოხდა კუნძული გუამიც. 1940 წელს ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით შეადგენდა 10 000 ადამიანს, რაც მაშინ მთელი კუნძულის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის 8 დეკემბერს კუნძული დაიკავა იაპონიამ. 1944 წელს კუნძულის იაპონელებისაგან განთავისუფლების დროს ქალაქი ძლიერ დაზიანდა ამერიკელების დაბომბვების შემდეგ. მოსახლეობის დიდი ნაწილი კუნძულის სხვა ნაწილებში გადასახლდა. ომის შემდგომ ამერიკელების მიერ შემუშავდა ჰაგატანას და გუამის სხვა ქალაქების აღდგენის გეგმა.
ქალაქის ეკონომიკის საფუძველს, როგორც მთელი კუნძულის, შეადგენს ტურიზმი, თანაც ტურისტების დაახლოებით 90 %-ს შეადგენენ იაპონელები. ოტელების და დასასვენებელი ადგილების მშენებლობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ყურის ბუნებაზე, რომლის ნაპირზეც მდებარეობს ჰაგატნა.
ასევე ქალაქის ბიუჯეტის შემოსავლებში შედის აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებული თანხები, რომელსაც უკავია გუამის ტერიტორიის დაახლოებით 30 %.
|