Type a search term to find related articles by LIMS subject matter experts gathered from the most trusted and dynamic collaboration tools in the laboratory informatics industry.
ჯინის ინდექსი წარმოადგენს მონაცემების გაფანტულობის საზომს. ის შემოღებულ იქნა 1912 წელს იტალიელი სტატისტიკოსის, კორადო ჯინის მიერ. ჯინის ინდექსი ზომავს უთანაბრობას მონაცემთა განაწილებაში. ინდექსის მნიშვნელობა 0 უთითებს, რომ უთანაბრობა არ არსებობს, ხოლო 1 უთითებს, რომ უთანაბრობა მაქსიმალურია. ჯინის ინდექსი გამოიყენება მეცნიერების მრავალ დარგში, მათ შორის სოციოლოგიაში, ეკოლოგიაში, ქიმიასა და სოფლის მეურნეობაში.
ჯინის ინდექსი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც პოპულაციის შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანაბრობის საზომი. ქვეყნებს შორის ამ ინდექსის მიხედვით ყველაზე ნაკლები უთანაბრობა შვედეთშია (0.23), ხოლო ყველაზე მეტი - ნამიბიაში (0.7). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქვეყანა არ შეფასებულა.