Knowledge Base Wiki

Search for LIMS content across all our Wiki Knowledge Bases.

Type a search term to find related articles by LIMS subject matter experts gathered from the most trusted and dynamic collaboration tools in the laboratory informatics industry.

სალმანასარ III
ბალავატის ჭიშკარი

სალმანასარ III (ასურ. შულმანუაშარედუ) — ასურეთის მეფე ძვ. წ. 859-ძვ. წ. 824 წლებში.

თითქმის ყოველ წელს აწყობდა ლაშქრობებს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. ძვ. წ. 830 წლამდე 4-ჯერ ილაშქრა ურარტუს წინააღმდეგ, მაგრამ უშედეგოდ. აღმავლობის გზაზე დამდგარი ურარტუს სამეფო ვერ დაიმორჩილა. რამდენიმე ლაშქრობა ჩაატარა ჩრდილოეთ სირიაში. ძვ. წ. 854 წელს დამარცხდა კარკარის ციხე-სიმაგრესთან. ძვ. წ. 845 წელს 120-ათასიანი ჯარით გაილაშქრა ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების კოალიციაზე, რომელსაც დამასკო ხელმძღვანელობდა. მხოლოდ ძვ. წ. 841 წელს აიღო დამასკო და მცირე ხნით დაიმორჩილა სირია. გარკვეული წარმატებები მოიპოვა ბაბილონის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავისი ქვეყნის დედაქალაქ ქალხუში (ახლანდ. ნიმრუდი) ააშენა დიდებული სასახლე. მისი ნანგრევების შესწავლისას აღმოჩნდა შავი ქვის ობელისკი და ბრინჯაოთი მოჭედილი ჭიშკარი (ე. წ. ბალავატის ჭიშკარი). მასზე გამოსახულია სალმანასარის გადახდილი ბრძოლების სცენები წარწერებით. ჭიშკარი ასურული ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა