Type a search term to find related articles by LIMS subject matter experts gathered from the most trusted and dynamic collaboration tools in the laboratory informatics industry.
მითი (ბერძ. mythos – თქმულება, გადმოცემა) — უძველესი კოლექტიური, ფანტასტიკური, ხალხური თქმულება ქვეყნის გაჩენის, სიცოცხლის წარმოშობის, ბუნების ძალთა, ღმერთების და გმირების მოქმედების შესახებ. რაც ხასიათდება კონკრეტული პერსონიფიკაციითა და გასულიერებით. მითში მხატვრულადაა წარმოდგენილი ადამიანის პრიმიტიული წარმოდგენები სამყაროზე, ბუნების საიდუმლოების აუხსნელობით გამოწვეული შიშისა და უძლურების გრძნობა (მითი არგონავტებზე, ამირანის შესახებ და ა.შ.).