Knowledge Base Wiki

Search for LIMS content across all our Wiki Knowledge Bases.

Type a search term to find related articles by LIMS subject matter experts gathered from the most trusted and dynamic collaboration tools in the laboratory informatics industry.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი
უსუფაშვილი 2013 წელს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ოქტომბერი, 2012 – 18 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიდავით ბაქრაძე
მემკვიდრეირაკლი კობახიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ოქტომბერი, 2012 – 18 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ივნისი, 2017 – 22 დეკემბერი, 2019
წინამორბედიპარტია შეიქმნა
მემკვიდრეპარტია გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2005 – 2013
წინამორბედიდავით ბერძენიშვილი
მემკვიდრეხათუნა სამნიძე

დაბადებული5 მარტი, 1968 (1968-03-05) (56 წლის)
მაღარო, სიღნაღის რაიონი
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს რესპუბლიკური პარტია (2005-2016)
შენების მოძრაობა (2017-2019)
ლელო საქართველოსთვის (2019-)
მეუღლეთინა ხიდაშელი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1992)
დიუკის უნივერსიტეტი (1999)
პროფესიაიურისტი, პოლიტოლოგი
რელიგიამართლმადიდებელი
ხელმოწერა

დავით უსუფაშვილი (დ. 5 მარტი, 1968, მაღარო, სიღნაღის რაიონი) — ქართველი იურისტი, საჯარო პოლიტიკის მაგისტრი, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 2005-2013 წლებში. პოლიტიკური გაერთიანება ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 2019 წლიდან. მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე (2012-2016).

ბიოგრაფია

1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენობისას, 1990-1992 წლებში მუშაობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ განყოფილებაში. 1992-1994 წლებში იყო სახელმწიფო საბჭოს იურიდიული განყოფილების მრჩეველი. 1993-1995 წლებში მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში, იყო შესაბამისი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1994 წელს იყო საიას ერთ-ერთი დაფუძნებელი და მისი პირველი თავმჯდომარე 1997 წლამდე. 1999 წელს დაასრულა დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი. 1999-2000 წლებში იყო AMEX International-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი, 2001-2005 წლებში უძღვებოდა USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტებს იურიდიული რეფორმების სფეროში. 2005 წელს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ. 2011 წელს პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა უსუფაშვილი კვლავ აირჩია პარტიის თავმჯდომარედ.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის საბურთალოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. არჩევნებში მან 66,09%-ით გაიმარჯვა.[1] 21 ოქტომბერს ახლად შეკრებილმა მე-8 მოწვევის პარლამენტმა დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩია.[2] 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უსუფაშვილი თბილისის #6 მაჟორიტარულ ოლქში კენჭს რესპუბლიკური პარტიის სახელით იყრიდა და ხმათა 11,7% მიიღო. [3]

2016 წლის 29 ოქტომბერს უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა. [4]

2017 წლის 16 ივნისს დავით უსუფაშვილმა პოლიტიკური პარტია შენების მოძრაობა დააფუძნა.[5] იგი მონაწილეობდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ამომრჩეველთა ხმების 2,26% (36 037 ხმა) მიიღო.[6]

2019 წელს ის შეურთდა „ლელოს“, როდესაც ლელო, შენების მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები გაერთიანდა და დაფუძნდა პოლიტიკურია პარტია ლელო საქართველოსთვის. დავით უსუფაშილი ამ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა.[7]

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ლელო საქართველოსთვის“.[8]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. საბურთალო — საბოლოო მონაცემები. ცესკო. დაარქივებულია #3 ორიგინალიდან — 2013-10-30. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი 2012‎.
  2. პარლამენტის თავმჯდომარედ არჩეულია დავით უსუფაშვილი. „რადიო თავისუფლება“ (21 ოქტომბერი, 2012). ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი 2012.
  3. დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
  4. დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა
  5. „შენების მოძრაობა“ - დავით უსუფაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა. Reginfo.ge (16 ივნისი, 2017). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2019.
  6. ცესკოს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. matsne.gov.ge. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2019.
  7. რადიო თავისუფლება დეკემბერი 22, 2019
  8. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი, 2020.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დავით ბაქრაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
2012 – 2016
შემდეგი:
ირაკლი კობახიძე