Type a search term to find related articles by LIMS subject matter experts gathered from the most trusted and dynamic collaboration tools in the laboratory informatics industry.
ათანასე I Ἀθανάσιος | |
---|---|
![]() | |
დაიბადა |
296[1] ალექსანდრია[2] [3] |
გარდაიცვალა |
2 მაისი, 373 ან 373[4] ალექსანდრია[2] |
ხსენების დღე | 31 იანვარი, 15 მაისი და 2 მაისი[5] |
მოღვაწეობა | Eastern Orthodox priest, ჰაგიოგრაფი[6] , თეოლოგი[6] , მწერალი[7] [4] და Catholic deacon |
ენა | ძველი ბერძნული ენა[8] [9] და ლათინური ენა[7] |
სასწავლებელი | ალექსანდრიის კატექტიკური სკოლა |
ცნობილი ნაშრომები | Epistola Athanasius |
ათანასე I დიდი (დ. დაახლ. 297 — გ. 373) — ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 მაისი, ახალი სტილით - 15 მაისი.
წმინდა პატრიარქი დაახლოებით 297 წელს დაიბადა ალექსანდრიაში. მან დიაკვნის ხარისხში მიიღო მონაწილეობა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე 325 წელს და წამოაყენა წინადადება, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება - „ერთარსი მამისა“. წმინდა ათანასე ალექსანდრიის ეკლესიას 325-373 წლებში განაგებდა. ამ ხნის განმავლობაში მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა. იყო დრო, როცა ნეტარი ერთადერთ მართლმადიდებელ ეპისკოპოსად რჩებოდა და უკაცრიელი თავშესაფრიდან ეპისტოლეებითა და ტრაქტატებით ამხელდა არიანელებს.
მხცოვანმა მღვდელმთავარმა 373 წელს შეჰვედრა სული უფალს. მისი ხსენება წელიწადში ორჯერ აღესრულება - 15 მაისს და 31 იანვარს, წმინდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად.