Knowledge Base Wiki

Search for LIMS content across all our Wiki Knowledge Bases.

Type a search term to find related articles by LIMS subject matter experts gathered from the most trusted and dynamic collaboration tools in the laboratory informatics industry.

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

ნარინჯისფერი რევოლუციის სიმბოლო
ნარინჯისფერი რევოლუციის სიმბოლო
ნარინჯისფერი რევოლუცია (უკრ.: Помаранчева революція) — 2004-2005 წლების საპროტესტო გამოსვლებისა და პოლიტიკურ მოვლენათა სერია, რომელიც უკრაინის მასშტაბით განხორციელდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მასიური კორუფციის, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და პირდაპირი საარჩევნო გაყალბების საპასუხოდ.

22 ნოემბერი — ამ დღეს...

ჯონ კენედი
ჯონ კენედი
  • 1922 : ჰოვარდ კარტერმა ტუტანხამონის აკლდამის გახსნა მოახერხა.
  • 1943 : კაიროს კონფერენციაფრანკლინ რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და ჩან კაიში ერთმანეთს შეხვდნენ იაპონიის დამარცხების გეგმების განსახილველად.
  • 1963 : დალასში, ტეხასი, დაუდგენელმა პირმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი (სურათზე) მოკლა.
  • 1986 : მაიკ ტაისონი მეორე რაუნდში ნოკ-აუტით თრევორ ბერბიკის დამარცხებით მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა კრივის ჩემპიონი გახდა.
  • 1990 : მარგარეტ ტეტჩერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა.
  • 2003 : თბილისში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ოპონენტები პარლამენტის შენობას იღებენ მისი გადადგომის მოთხოვნით.
  • 2004 : საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების გამო უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუცია იწყება.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ბმულების რედაქტირება