ISO/IEC 17025: History and introduction of concepts

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ვაიმარის კონსტიტუციის თავფურცელი
ვაიმარის კონსტიტუციის თავფურცელი
გერმანიის იმპერიის კონსტიტუცია (გერმ. Verfassung des Deutschen Reichs), უფრო ცნობილი, როგორც ვაიმარის კონსტიტუცია (გერმ. Weimarer Verfassung) — გერმანიის ისტორიაში პირველი დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც მიღებულ იქნა 1919 წლის 31 ივლისს, დამტკიცდა 11 აგვისტოს და ძალაში იმავე წლის 14 აგვისტოს შევიდა. იგი აფუძნებდა ფედერაციულ რესპუბლიკას მმართველობის შერეული, საპრეზიდენტო და საპარლამენტო ფორმით. ვაიმარის კონსტიტუციის მრავალი მუხლი უცვლელად იყო აღებული მისი წინამორბედი 1848 წლის პაულსკირხეს კონსტიტუციიდან; ამ მუხლებიდან ბევრი დღემდე შემორჩა გერმანიის თანამედროვე კონსტიტუციაშიც.

სიახლეები

მასუდ ფეზეშქიანი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


31 ივლისი — ამ დღეს...

ფუძიამა
ფუძიამა
  • 781 : კუნძულ ჰონსიუზე ვულკან ფუძიამის (სურათზე) უძველესი რეგისტრირებული ამოფრქვევა მოხდა.
  • 1498 : დასავლეთ ნახევარსფეროში მესამე მოგზაურობისას ქრისტეფორე კოლუმბმა კუნძული ტრინიდადი აღმოაჩინა.
  • 1790 : აშშ-ში გაიცა პირველი პატენტი.
  • 1930 : გერმანიის ეროვნული ასამბლეა ვაიმარის კონსტიტუციას იღებს (ძალაში შედის 14 აგვისტოს).
  • 1954 : პირველი ასვლა მწვერვალზე კ2 განხორციელდა იტალიელთა ექსპედიციის მიერ არდიტო დეზიოს მეთაურობით.
  • 1992 : საქართველო გაეროს წევრი გახდა.
  • 2006 : ფიდელ კასტრომ ხელისუფლება თავის ძმა რაულ კასტროს გადააბარა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ბმულების რედაქტირება