FAIR and interactive data graphics from a scientific knowledge graph

PC World
სპეციალიზაცია კომპიუტერული ჟურნალი
ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
ენა ინგლისური
მთავარი რედაქტორი ჯონ ფილიფსი
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი IDG
ქვეყანა აშშ
პუბლიკაციის ისტორია ცირკულაცია:355,117 (აშშ)[1]
პირველი ნომერი: მარტი1983; 41 წლის წინ (1983-03)
ბოლო ნომერი: 2013
ISSN 0737-8939

PC World — გლობალური კომპიუტერული ჟურნალი, რომელსაც გამოსცემს კომპანია IDG[2]. 2013 წელს იქცა ონალინ გამოცემად და გამოიშვება მხოლოდ ციფრული ფორმატით. PC World მომხმარებლებს სთავაზობს რჩევებს პერსონალური კომპიუტერების, ინტერნეტის, ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სხვადასხვა სერვისების შესახებ. ყოველ მიმოხილვაში იგი ტესტირებას უტარებს სხვადასხვა კომპანიების მიერ შემუშავებულ აპარატულ და პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნოლოგიურ მოწყობილობებს, მათ შორის ვიდეო კამერებს, აუდიო მოწყობილობებსა და ა.შ.

მიმდინარე რედაქტორი არის ჯონ ფილიფსი - ჟურნალ Wired-ის ყოფილი რედაქტორი. 2012 წლის აგვისტოს მან ჩაანაცვლა სტივ ფოქსი, რომელიც მთავარ რედაქტორად მუშაობდა 2008 წლის დეკემბრიდან მოყოლებული.

PC world გამოიცემა მსფოლიოს რამდენიმე ქვეყანაში სხავადასხვა სახელწოდების ქვეშ: PC Advisor და Pc Welt. მფლობელი არის International Data Group და შტაბ-ბინა მდებარეობს სან-ფრანცისკოში[3].

PC World-ის ზოგიერთი არაინგლისურენოვანი საიტი გადამისამართებული არის IDG-ის მფლობელობაში მყოფ ვებსაიტებში, მაგალითად PCWorld.dk (დანია) გადამისმართებულია Computerworld.dk-ში.

2013 წლის 10 ივლისს მფლობელმა კომპანია IDG-მ განაცხადა[4], რომ ჟურნალი 30 წლიანი მუშაობის შემდეგ წყვეტდა მუშაობას, როგორც ბეჭდვითი ჟურნალი და შემდეგომში გააგრძელებდა გამოცემას ციფრული ფორმატით. 2013 წლის აგვისტოს თვეში გამოვიდა PC World-ის უკანასკნელი ნომერი[5].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. eCirc for Consumer Magazines. Alliance for Audited Media (31 დეკემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2013.
  2. IDG Print Publication: PCWorld. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-01. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  3. "contact Us დაარქივებული 2010-01-02 საიტზე Wayback Machine. ." PC World Communications. Retrieved December 29, 2009.
  4. Bill Mickey. (10 ივლისი, 2013) IDG's PCWorld Going Digital-Only. Access Intelligence. ციტირების თარიღი: 10 ივლისი, 2013.
  5. Harry McCracken (11 ივლისი, 2013). „PCWorld Exits Print, and the Era of Computer Magazines Ends“. Time Magazine. ციტირების თარიღი: August 13, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)