FAIR and interactive data graphics from a scientific knowledge graph
სარჩევი
2PM | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
საიტი |
2pm.jype.com 2pmjapan.com |
2PM ვიკისაწყობში |
2PM — სამხრეთ კორეული ჯგუფი, თავდაპირველად შემდგარი შვიდი წევრისგან. ახლა ჯგუფში ექვსი წევრია (Jun.K, ნიქჰუნი, თექიონი, უიანგი, ჯუნჰო და ჩანსუნგი[1]) ლიდერი ჯებომის უეცარი წასვლის გამო, დიდი კონფლიქტის შედეგად 2009 წლის სექტემბერში, მისი ნეგატიური კომენტარებისა და აზრის გამოთქმის გამო კორეის შესახებ. თავის ინტერნეტ ჟურნალში ჯერ კიდევ დებიუტამდე.
ჯგუფის ალბომები გამოდის კომპანია JYP Entertainment-ის ქვეშ. 2PM დაკავშირებული ჯგუფთან 2АМ, და ერთად წარმოადგენენ თერთმეტ კაციან ჯგუფს (ჯებუმის წასვლამდე, თუმცა ლეიბლის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ 2PM და 2AM ზოგჯერ გაერთიანდება და ერთად იმუშავებენ პროექტებზე) — „ერთი დღე“ (ინგლ. One day). მათი დებიუტი იყო სიმღერით (კორ. 10점 만점에 10점|ქართ. 10 ქულა 10 ქულიდან), რომელიც ჯგუფის წევრების საცეკვაო და აკრობატულ შესაძლებლობებს აჩვენებდა[2]. მათი პირველი სიმღერა, რომელიც № 1 გახდა ჩარტებში „Again&Again“-ია („ისევ და ისევ“). 2PM ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჯგუფად იაპონიაში კორეიდან. ფან-კლუბის ოფიციალური სახელი — Hottest.
ისტორია
დებიუტამდე
2PM-ის ყველა წევრი მოსმენის შედეგად იქნა არჩეული (ნიქჰუნის გარდა, იგი იპოვეს ერთ-ერთ კორეულ კონცერტზე კალიფორნიაში, როემლზეც მეგობართა ერთად მოვიდა[3]),ისინი გახდნენ JYP Entertainment წევრები, რომელსაც ასევე ეკუთვნის Miss A, Wonder Girls (ამ დროისთვის შეცრებულია მათი მოღვაწეობა), GOT7; 2AM, 15&, G.Soul და სხვა. ზოგი მონაწილე მოსმენას აშშ-ში გადიოდა: პარკ ჯებუმი და ოკ თექიონი (მართალია, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს). სხვა წევრებს JYP Entertainment-ში მისვლამდე უკვე ჰქონდათ გამოცდილება მუსიკალურ ინდუსტრიაში. მაგალითად კიმ მინჯუნმა (Jun.K, ჯუნსუ) ბევრ სამომღერლო კონკურსში გაიმარჯვა, ხოლო ოკ თექიონი, ლი ჯუნჰო და ჰვანგ ჩანსუნგი მონაწილეობას იღებდნენ „სუპერვარსკვლავის გადარჩენაში“ („SuperStar Survival“).
2PM და 2AM-ის ვარჯიშის პერიოდი გადაღებული და ნაჩვენები იყო დოკუმენტურ შოუში „ცხელი სისხლი“ (Hot blood), მისი ჩვენება ხდებოდა არხზე Mnet. შოუში ნაჩვენები იყო დამღლელი ვარჯიშები JYP-ის წევრების. ყველას შორის პროგრამის შედეგების მიხედვით თერთმეტი წევრისგან ერთი ჯგუფი „ერთი დღე“ შექმნეს, ხოლო სამმა ვერ გაიარა არჩევა.
2008—2009: დებიუტი და პოპულარობის ზრდა
2PM დებიუტი სინგლით ინგლ. 10 Points Out of 10 Points 2008 წლის 4 სექტემბერს შოუ M’Countdown-ზე ჰქონდათ. 2008 წლის 17 ოქტომბერს მათ დაიწყეს პრომოუშენი „მხოლოდ შენ“ (Only you) — მათი ალბომის სხვა სიმღერით „დღის ყველაზე ცხელი დრო“ (Hottest Time Of The Day).
2009 წლის 16 აპრილს, ჯგუფმა მეორე მინი ალბომი გამოუშვა „2:00PM დრო ცვლილებებისთვის“ (Time for change). პრომოუშენი დაიწყო 23 აპრილს შოუზე M!Countdown, 2PM გამოვიდნენ ცეკვით შემსვლელ ინტროზე ალბომიდან — „რომელი საათია ახლა“ (What time is it now), საიდანაც მთავარი სიმღერის წარდგენაზე გადადიოდნენ — „ისევ და ისევ“ (Again&Again). 2009 წლის 9 მაისს მოიგეს თავიანთი პირველი ჯილდო დებიუტის მერე შოუზე M!Countdown; იმავე კვირას მათ მოიგეს თავიანთი მეორე მუტიზენი SBS Inkigayo-ზე. შემდეგ კვირაში კიდევ მესამე მიიღეს, რითაც სატახტო გვირგვინი აიწყეს, მათ შესაძლებლობა მიეცათ სინგლით „ისევ და ისევ“ სხვა დასაჯილდოებელ შოუებზე მიეღოთ მონაწილეობა. თუმვა, ჯილდო — Music Bank-ზე — მათ გვირგვინის ჯილდოების შემდეგ მოგვიანებით მიიღეს. 11 ივნისს, 2PM-მა დაიწყო პრომოუშენი სინგლის (კორ. 니가 밉다ქართ. მძულხარ) M!Countdown-ზე. 2 და 3 ივლისს როდესაც ისინი იყვნენ ტაილანდში მეორე სინგლის პრომოუშენით, 2PM-მა მიაღწია პირველ ადგილს ჩარტში M!Countdown და Music Bank სიმღერით „მძულხარ“. ჯგუფმა მადლობა გადაუხადა ფანებს მხარდაჭერისთვის და გამარჯვებისთვის ვიდეოთი, რომელიც გადაღებული იყო ტაილანდში და ატვირთული Youtube-ზე. მათ მიიღეს სატახტო ჯილდო M!Countdown-ზე 16 ივლისს. 30 ივლისს მიიღეს ჯილდო „მხოლოდ ერთი სიმღერა“ (Only one song) M!Countdown-ზე.
2009: წინააღმდეგობა და ჯგუფის წევრის დაკარგვა
2009 წლის 4 სექტემბერს ინტერნეტში გამოჩნდა სტატიები ჯებომის პოსტების შესახებ პირად გვერდზე Myspace სადაც 2005 წელს გამოხატავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას კორეის მიმართ. ამ დროს მას ახალი დაწყებული ჰქონდა ვარჯიში JYP Entertainment-ში. ჯებომმა ოფიციალური საბოდიშო წერილი გამოაქვეყნა Cyworld-ზე[4]. იმისდა მიუხედავად, რომ ბლოგერების დიდი ნაწილი ჯებომის მიმართ უარყოფითად იყვნენ განწყობილნი და ითხოვნდნენ მის გაშვებას 2PM-დან, JYP Entertainment-ის დირექტორმა პარკჯინიონგმა 7 სექტემბერს განაცხადა, რომ ჯეი პარკი რჩება ჯგუფის წევრად[5]. მომავალ დღეს ჯებომმა თავის ოფიციალურ ფან-კაფეში განაცხადა, რომ ტოვებდა ჯგუფს და ისევ აშშ-ში ბრუნდებოდა, იმისათვის, რომ გაეგრძელებინა სწავლა და უფრო გარკვეულიყო მუსიკაში ასევე ბოდიშს იხდიდა 2PM-ის წევრებთან იმის გამო, რომ არ იყო კარგი ლიდერი და უფროსი ძმა ჯგუფისთვის[6].
პარკ ჯინიონგმა აჩვენა, რომ იგი პატივს სცემდა მის გადაწყვეტილებას და 2PM გააგრძელებს მოღვაწეობას როგორც ჯგუფი 6 წევრით[7]. გარდა ამისა ჯებომის გამგზავრების მგრძნობიარე თემის გამო, 2PM-მა შეაჩერა თავიანთი გამოჩენა სხვადასხვა პროგრამებში თავიანთი ახალი ალბომის პრომოუშენისთანავე (2009 წლის ნოემბრის დასაწყისი)[8].
ჯგუფმა დაასრულა თავისი მუსიკალური კლიპის გადაღება სიმღერა „გულისცემისთვის“ (Heartbeat), რომელიც ახალი ალბომის (ჯებუმის გარეშე) მთავარი სიმღერა გახდა 2009 წლის 31 ოქტომბერს. პრეს-კონფერენციის დროს განაცხადეს რომ ჩაწერიდან ჯებუმის ვოკალს არ ამოშლიდნენ[9]. ერთი დღით ადრე 2PM-ის მთლიანი ალბომის რელიზამდე, პროგრამა Golden Fishery-ის ეპიზოდში Munhwa Broadcasting Corporation, პარკ ჯინიონმა განაცხადა, რომ ჯებუმი დაბრუნდებოდა როგორც 2PM-ის წევრი, თუკი თვითონ არ მოინდომებდა ამას და ხაზი გაუსვა, რომ მისი დაბრუნება არ იყო გარდაუვალი[10][11]. ჯებუმის მხარდასაჭერად და იმის დასამტკიცებლად რომ ისინი არ არიან 6 და მუდმივად არიან 7 2PM-ის ექვსივე მონაწილემ გადაწყვიტა მათ მიერ მთლიანი ალბომის გამოშვების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება შვიდ კაცზე, და ჯებუმს ტავისი წვლილის საფასური გადასცეს[12].
ჯებუმი ისევ ითვლებოდა ჯგუფის წევრად, რაც მატებდა იმედს მის დაბრუნებაზე. მაგრამ 2010 წლის 25 თებერვალს კომპანია JYPE-მა ოფიციალურ წერილში განაცხადა, რომ წინა დღეს მასთან კონტრაქტი გაუქმებულიყო მიზეზით „სერიოზული პირადი შეცდომა“. 27 თებერვალს შედგა 6 წევრის, კომპანიის წარმომადგენლის და ფანების შეხვედრა. ჯგუფის წევრები დაეთანხმდნენ ლიდერის წასვლაზე ჯგუფიდან, მაგგრამ მიზეზის დასახელებისგან ტავი აირიდეს (ჯებუმის დაცვის მცდელობაზე საუბრით). ამ შეხვედრის შემდეგ მსოფლიო და კორეის 2PM-ის ფანების საზოგადოება გაიყო ორ ფრონტად: ერთმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა დარჩენილ ექვს წევრს მაორე ნახევარმა მხარი დაუჭირა 2PM-ის ახალ შემადგენლობასაც, და წასულ ლიდერსაც.
2009 წლის დასასრული: პირველი სრული ალბომი, კომერციული წარმატება და მუსიკალური ჯილდოები
2009 წლის 30 ოქტომბერს 2PM-ის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა საათი, რომელმა უკუღმა სხვა იწყო 70:40-დან. ბლოგერები ვარაუდობდნენ, რომ ისინი მიაღწევდნენ 0-ს 16:30-ზე 2 ნოემბერს, მაგრამ 0-ის მაგივრად საათი გაჩეერდა 1:59-ზე; ამ დროს საიტზე გამოჩნდა თიზერები სიმღერისთვის (ქართ. დავიღალე ლოდინით)(კორ. 기다리다 지친다), რომელმაც ძალიან დააინტერესა ბლოგერები. შემდეგი ათვლა დაიწყო მთლიანი სიმღერისთვის, რომელიც გამოჩნდა საიტზე ალბომის ყდით 3 ნოემბერს 12:00-ზე, როდესაც საათი ისევ 1:59-ზე გაჩერდა. შემდეგი თიზერი მეორე ტრეკისთვის „너에게 미쳤었다“ („აღფრთოვანებული ვიყავი შენით„) გამოჩნდა 5 ნოემბერს, იმავე პროცესით. შემდეგ თითოეულმა წევრმა წარადგინა თიზერერები YouTube-ზე. სრული ალბომი, რომელსაც ერქვა „1:59PM“ გამოშვებული იქნა 2009 წლის 10 ნოემბერს[13]. ალბომიც და მთავარი სიმღერაც, „Heartbeat“, სულ მალე მოხვდა სხვადასხვა მუსიკალური ჩარტის სათავეში[14]. ჯგუფმა პირველად წარადგინა თავისი პირველი სინგლი, იმის აღნიშვნით, რომ იწყებდნენ პრომოუშენს არხზე M.Net სამშაბათს, 2009 წლის 12 ნოემბერს[15], რის შემდეგაც გამოვიდნენ KBS Music Bank, MBC Music Core და SBS Inkigayo-ზე შესაბამისად 13 ნოემბერს, შაბათს, 14 ნოემბერს და კვირას, 15 ნოემბერს.
2009 წლის 20 ნოემბერს 2PM-მა მიიღო ორი ჯილდო M.net Asian Music Awards-დან (უწინ ცნობილი როგორც M.net KM Music Festival) ნომინაციებში „საუკეთესო მამაკაცების ჯგუფი“ და „წლის არტისტი“ (ბოლო არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო)[16]. ჯგუფმა მადლობა გადაიხადა ჯგუფის ყოფილი წევრის ჯებომის წინაშე ორივე ჯილდოს მიღების დროს და ხაზი გაუსვეს მის არ ყოფნას „ისევ და ისევ“ სინგლით გამოსვლის დროს (Again&Again) (მისი ადგილი ცეკვაში იყო ცარიელი და სიტყვებიც, რომელიც მას ეკუთვნოდა გამოტოვებული იყო, მათ მაყურებლები და ფანები მღეროდნენ)[17].
2009 წლის 26 ნოემბერს, მათი ალბომის 1:59 ორ კვირიანი პრომოუშენის შემდეგ, 2PM დაიკავეს პირველი ადგილი სიმღერით „გულისცემა“ ტევიზიის მუსიკალურ შოუზე „K-Chart“ (KBS Music Bank)[18]. 2009 წლის 18 დეკემბერს 2PM-ის სიმღერა „გულისცემა“ 4 კვირის განმავლობაში იკავებდა 1 ადგილს ჩარტებში KBS Music Bank. ასევე „Heartbeat“, № 1 მუსიკის გახდომით ჩარტში Inkigayo „Take 7“ სამი კვირის განმავლობაში (მაქსიმალური რაოდენობა ერთი ნომინირებული სიმღერისთვის),მიიღო ჯილდო „Mutizen“ სატახტო გვირგვინი SBS Inkigayo.
2009 წლის 30 დეკემბერს არხის Korean Broadcasting System (KBS) წინა საახალწლო კონცერტზე 2PM-ის სიმღერა „Again&Again“ მოიგო ჯილდო „წლის სიმღერა “[19], მაყურებლებისგან 57060 ხმის მიღებით
არ გააჩერებენ, ვერ შეძლებენ გააჩერონ
2010 წლის თებერვალში JYP Entertainment განაცხადეს, რომ ჯებუმი აღარ დაბრუნდება ჯგუფში და მისი კონტრაქტი კომპანიასთან გაუქმებული იყო. მომხდარიდან ორი დღის შემდეგ, შეიკრიბა კონფერენცია დარჩენილი 6 წევრის და გენერალლური დირექტორის JYP Entertainment, რის შედეგადაც 2PM-ის ყველა ფანკლუბი დაკეტილიყო, ჯებუმის მხარდაჭერის მიზნით. უფროსობამ განაცხადა რომ ახალი ლიდერი არ აირჩევა, იმის გამო რომ ასეთი შემთხვევა მეტი არ განხორციელებულიყო. 2010 წლის აპრილში 2PM უშვებს ალბომს „Don’t Stop Can’t Stop“, რომლის ლირიკა და სახელწოდება მიუთითებს იმაზე, რომ ამ ჯგუფს ვერ გასტეხ, ვერ გააჩერებ, ხოლო ჯებუმი მაინც დარჩება მათ მეგობრად. მთავარი სიმღერა „Without U“ (შენ გარეშე) უცებ მიაღწია სხვადასხვა მუსიკალური ჩარტების პირველ პოზიციებს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ტექსტი და სიმღერის „Don’t Stop, Can’t Stop“ ლირიკა ყველანაირად განსხვავდება სხვა K-Pop სიმღერებისგან, მასში არ არის სიყვარულის სიტყვები, სინაზე და კეთილშობილება. რამდენიმე წინადადება სიმღერიდან —
მალევე არხზე Mnet დაიწყო სატელევიზიო პროგრამა 2PM-ის შესახებ, სახელწოდებით „Real 2PM“, რომელიც დღემდე არსებობს. მასში ჯგუფის წევრები წარდგენილნი არიან ისეთები, როგორებიც არიან სინამვილეში, აჩვენებენ მათ ვარჯიშებს, იმას თუ როგორ ატარებენ ტავისუფალ დროს, ანუ „2AM“-ის ანალოგიური პროგრამა რომელიც სახელწოდების „2AM News“-ის ცნობილი.
2010 წლის მაისში 2PM გამოვიდნენ მერვე ყოველწლიურ ფესტივალზე „Korea Times Music“ ლოს-ანჯელესში, კალიფორნია. ამავე თვეს ჯგუფი უშვებს სინგლს „What’s Your Celebration?“ FIFA 2010-სთვის, სიმღერების ოფიციალურ კრებულში FIFA 2010 არ მოხვედრია.
2010 წლის ივლისში თექიონმა და უიანგმა დატოვეს თავიანთი პოზიცია МС SBS Inkigayo-ზე. ჯგუფის პირველი კონცერტი 31 ივლისს ჩატარდა, 1 აგვისტოს (სეულში) და 7, 8 აგვისტოს ბუსანში (2AM და miss A მოწვულნი იყვნენ როგორც სტუმრები ). 12 000 გულშემატკივარზე მეტი მოვიდა 2PM-ის კონცერტზე. კონცერტზე ჯგუფმა ყველა თავის ჰიტი შეასრულა 2008 წლის და დამატებით ჯგუფის ყველა წევრის სოლო. 2PM ჩაატარა ორი ბის-კონცერტი სეულში 4-5 სექტემბერს, იმისათვის, რომ თავიანთი მეორე წლისთავი გადაეხადათ და წარმატება აღენიშნათ. 2010 წლის ოქტომბერში ჯგუფი უშვებს ახალი მინი ალბომს STILL 2:00PM. მთავარი სიმღერა „I’ll be Back“ 1 პოზიციაზე კორეის ჩარტებში ორი კვირის განმავლობაში გაჩერდა. 2010 წლის ნოემბერში, STILL 2:00 PM მოულოდნელად დადებიუტდა ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ჩარტში — Billboard 200, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში რაიმე ოფიციალური ალბომის წარდგენა არ ყოფილა.
იაპონური დებიუტი Hands UP
2011 წლის მაისში ჯგუფმა თავისი პირველი იაპონური სინგლი გამოუშვა — Take Off (აფრინდი). სიმღერა გამოყენებული იყო ანიმე Blue Exorcist დასასრულისთვის. სიმღერამ მეორე ადგილს მიაღწია ჩარტში USEN’s J-Pop Chart. სინგლის წარმატების გამო სააგენტომ მათვის ტურნე მოაწყო იაპონიის რამდენიმე ქალაქში სახელწოდება „2PM 1st Japan Tour 2011 Take Off“ ქვეშ, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა.
2011 წლის ივნისში JYP Entertainment აჩვენა ჯგუფის შემდეგი სტუდიური ალბომის, Hands Up-ის სიმღერების სია. ალბომი გამოიცა 2011 წლის 20 ივნისს. სიმღერები „HOT“ და „Give It To Me“ გამოშვებული იყო თვით 2PM-ის წევრბის მიერ. ალბომი „ბომაბას“ დამსგავსა, აზიის ქვეყნების ყველა ჩარტში იყო პირველ ადგილას. იმავე ზაფხულში JYP Entertainment-მა განაცხადა, რომ იმავე ზაფხულში კომპანია კიდევ ერთ ტურს ჩაატარებდა სახელწოდებით „Hands Up Asia Tour“ აზიის ყველა ქვეყნისთვის.
Republic of 2PM
2011 წლის 30 ნოემბერს გამოვიდა 2PM-ის პირველი იაპონური სტუდიური ალბომი. მასში შედიოდა იმ დროისთვის არსებული ყველა იაპონური სინგლი, ასევე მათი ყველა ჰიტის იაპონური ვერსია. ამას დამატებული სულ ახალი იაპონური სიმღერები, და კონკრეტულად — „Stay With Me“, „Crazy in Love“, „100 Days Anniversary“, „Destiny“ და დაწერილი ერთ-ერთი ჯგუფის წევრის მიერ — „Even Apart“. ყველა ახალი სიმღერა დაწერილი იყო 50-იანების და 60-იანების წლების სტილში. იაპონური ჩარტის Oricon-ის განცხადებით, 2011 წლის გაყიდვების თანახმად 2PM-მა დაიკავა მეორე ადგილი.
2012 წლის აპრილში 2PM-მა გაანაცხადა გეგმების შესახებ, რომ აპირებენ გამოუშვან დოკუმენტური ფილმი 2AM-თან ერთად სახელწოდებით „Beyond The One Day“, სადაც მოყვებიან ჯგუფის წევრების ცხოვრბეის შესახებ, მათი ზრდა და One Day გაყოფა 2PM-ზე და 2AM-ზე. 13 აპრილს გამოშვებული იქნა ტრეილერი ფილმზე.
საზღვარგარეთ მოღვაწეობა
ტაილანდი
2PM პირველად საზღვარგარეთ ტაილანდში გამოვიდა 2009 წლის თებერვლის ბოლოს ცერემონიაზე Nine Entertain Awards. 25 ივლისს მათ გამოუშვეს „სპეციალური გამოშვება ტაილანდისთვის“, და ამის შემდეგ მალევე დაიწყეს მისი პრომოუშენი ტაილანდში. 2PM ასევე გამოვიდნენ Pop Music Awards პატაიტზე[20].
2PM პირველად აპირებდნენ ჩინური მუსიკალურ სცენაზე გასვლას 2009 წლის 25 დეკემბერს, ისინი აპირებდნენ შეხვედროდნენ თავიანთ ჩინელ ფანებს შოუზე ჰანრიუ 2009 წელს (კორეულ-ჩინურ ფესტივალზე „შეიგრძენი K-pop“). ის უნდა ჩატარებულიყო შანჰაიში (ჩინეთი). 2PM აპირებდა ბაზაზე გასვლას პრომოუშენით და რელიზით მათი პირველი სრული ალბომით.
25 დეკემბერს ჯგუფი შემადგენლობით 6 ადამიანი გამოვიდა შანჰაიში კონცერტზე, მაგრამ მათი პირველი ალბომის წარდგენა ჩინეთში გადაიდო.
აშშ
2010 წლის ალბომმა „Still 02:00PM“ მეცამეტე ადგილი დაიკავა ცნობილ ამერიკულ ჰიტ-პარადზე „Billboard“. მოიხედავად იმისა, რომ ალბომის გამოსვლა ოფიციალურად არ იყო დარეკლამირებული აშშ-ში ინფორმაციის გამავრცელებელი მასიური საშუალებებით, მასიური გაყიდვები და გადმოწერები „Still 02:00PM.“-ის საერთაშორისო ქსელში „ინტერნეტ“ ჯგუფი მიიყვანეს მეცამეტე ადგილამდე პოპულარულ მუსიკალურ ჰიტ-პარადში. „ჩვენ სასიამოვნოდ გაგვაკვირვა ასეთმა შთამბეჭდავმა შედეგებმა ამიტომ ვართ დიდად მადლობელნი ჯგუფის ფანების და ყველა იმ ადამიანის ვინც ჩვენთანაა და მხარს გვიჭერს“ — განაცხადა საპროდიუსერო კომპანიის “2PM“-ის წარმომადგენელმა
სხვაგვარი მოღვაწეობა
წამყვანები ტელევიზიაზე
2008 წლის დეკემბერში 2PM დაიწყო მონაწილეობის მიღება შოუ MBC Idol Show-ის მესამე სეზონში (아이돌군단의 떴다!그녀)[21]. შოუს მესამე სეზონი მიმდინარეობდა 2008 წლის 4 დეკემრიდან 2009 წლის 26 მარტამდე, და სულ 17 სერიას შეიცავდა.
ჯგუფი ასევე მონაწილეობას იღებდა შოუში „Wild Bunny“ არხზე M.net, სადაც მონაწილეები გარბოდნენ პოპულარობის ზეწოლისგან. შოუ მიმდინარეობა 21 ივლისიდან 2009 წლის 1 სექტემბრამდე, სულ გამოვიდა 7 სერია;[22]. ამის გარდა, თექიონს და უიანგ მიჰყავდათ და ახალც მიჰყავთ ყოველკვირეული შოუ SBS Inkigayo (სკანდალის გამო რარაც დროის განმავლობაში არ მიჰყავდათ), მაშინ როდესაც ჯებომი და ჩანსუნგი რეგულარულად მონაწილეობდნენ შოუში 'Introducing Star Friends' (წარმოგიდგენთ ვარსკვლავ მეგობრებს). ჯეის ჯგუფიდან წასვლის შემდეგ იგი ნიქუნმა შეცვალა. ნიქუნი და უიანგიც ხშირი სტუმრები იყვნენ ნიჭიერების შოუზე SBS Star King 2009 წლის აპრელიდან ოქტომბრამდე, დროდა დრო 2PM-ის სხვა წევრები მონაწილეობდნენ გადაცემაში მათთან ერთად.
თექიონმა დაამტკიცა თავისი რეგულარული მონაწილეობა გასართობი შოუს ვარსკვლავებთან ერთად Family Outing-ის შემდეგ სეზონში, რომელსაც უშვებდა SBS[23]. უიანგი გახდა თანაწამყვანი თოკ-შოუში „Win Win“ არხზე KBS[24]. 2010 წლის მარტში ჯუნჰო ბრუნდება სპორტულ გასართობ შოუში „ოცნების გუნდი 2“ როგორც მონაწილე(Dream Team 2)[25], ასევე KBS-ზე, რომელშიც უწინ მონაწილეობდა პირველ ეპიზოდში სექტემბერს, მაგრამ უარი თქვა მონაწილეობაზე ჯეიბუმის სკანდალის გამო.
რეკლამა
2009 წლის მარტში 2PM აირჩიეს მოდელებად კომპანიაში EXR, რომელიც ტანსაცმელს უშვებს [26]. 2009 წლის ივლისში 2PM წევრები როგორც ტაილანდის მტავრობის წარმომადგენლები ატარებდნენ ტურისტულ კომპანიას „მე მიყვარს ტაილანდი“[27]. ტაილანდის ტურისტულმა დეპარტამენტმა დანიშნა ნიქუანი მათი ახალი კომპანიის „ჩამოდი ტაილანდში; შეისვენე!“ სახე[28]
2009 წლის აგვისტოში 2PM თანამშრომლობდა Body Shop-თან კომპანია „ნაზი ხელები, კეთილი გული“, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვებისა და მოზარდების დაცვას სექსუალურული ზეწოლისა და გაყდვისგან. წევრები იყვნენ კომპანიაში კორეის წარმომადგენლები[29]. 2009 წლის ოქტომბრის დასასრულს გამოვიდა კომერციული ფილმი (CF, სარეკლამო როლიკი) 2PM, რომელიც რეკლამას უკეთებდა ტაილანდის საკვებს „Hanami“. როლიკ/სი ჯებომი მონაწილეობდა; გამოცხადებული იყო რომ როლიკი მის წასვლამდე სექტემბერში იყ გადაღებული.
2009 წლის ნოემბერში ბევრი სარეკლამო შეთანხმება იყო დადებული[30]. ამათგან პირველი გახდა რეკლამა და ორცხობილები ფოტო-კამპანია „Real Brownie“. ამის მერე მალევე ჯგუფმა დაიწყო ტელეფონების Corby-ს Samsung-სგან სარეკლამო კომპანია ტელევიზიაზე (რამდენიმე სარეკლამო როლიკი, შესრულებული სიმღერები „ჩემი ფერი“ (My Colour), ასევე კლიპი ამ სიმღერაზე) და ასევე Samsung-ის საიტზე[31]. 2PM ასევე რეკლამას უკეთებდნენ საკონდიტრო ბრენდს „პარიზული პაგეტი“ კომპანიის Paris-Croissant Food Company, რომლისთვისაც ჯგუფმა ჩაწერა სპეციალური საშობაო სიმღერა და სარეკლამო სერია ცნობილ კორეელ მსახიობთან გადაიღო[32].
2009 წლის დეკემბერში Coca-Cola-მ აირჩია 2PM მათი სასმელის მინი-ბოთლების ახალი ხაზის წარსადგენად, რომლებიც „ყოველთვის შეიძლება თან გავიყოლოთ“. სიმღერას ჰქვია Open Hapiness.
2010 წლის იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა ჯგუფის და კორეული სარეკლამო კომპანიის შორის კონტრაქტის გაფორმების შესახებ, რომელიც გამოსცემს მოდურ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ახალგაზრდებისთვის „Spris“[33].
ასევე წევრები თექიონი, ნიქუნი, ჯუნსუ და უიანგი მონაწილეობა მიიღეს რეკლამაში Cass, ნიქუნი აგრძელებს მოტოციკლი Suzuki Jelato-ს რეკლამირებას ტაილანდში.
14 მარტში გამოვიდა სრული კლიპი ტაილანდური ტელეფონების OPPO.
შუა 2010 წელს 2PM Girls 'Generation-თან ერთად არჩეულები იყვნენ კარიბიის ზღვის წარმომადგენლებად. მალევე ამის შემდეგ 2PM (ნიქუნის გამოკლებით) გამოუშვეს სინგლი Fly to Seoul „Boom Boom Boom“ კორეაში ტურიზმის მხარდასაჭერად. მომდევნო წარმატებული შეთანხმებით Samsungთან, 2PM ჩაწერა სიმღერა „Nori For U“ Samsung Anycall NORI-სთვის.
2011 წლის ივნისში, 2PM მონაწილეობა მიირეს ღონისძიებაზე, კოკა-კოლის 125-ე წლის ტავთან დაკავშირებით, რომელიც ტარდებოდა გალერეა Canon Plex-ში Apgujung, სეული. აქ გაიხსნა კომპანიის გამოფენა.
სტილი
საცეკვაო სტილი
2PM-ის გამოსვლა შედგება კომბინაციისგან ჰიპ-ჰოპ და აკრობატიკა. ყველა წევრს ნასწავლი აქვს ცეკვები, აკრობატიკა და სიმღერა[2].
მუსიკალური სიტილი
თავდაპირველად სააგენტოს სურდა 2PM ჩამოეყალიბებინა ჯგუფად რომლის სტილიც მხოლოდ ჰიპ-ჰოპი და R&B იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით ჯგუფის სტილში დაემატა ჩვეულებრივი K-pop.
წევრები
ჯუნი. თავდაპირველად მოსმენას კომპანიაში YG Entertainment გადიოდა, სადაც დაუმეგობრდა G-Dragon-ს და თეიანგს Big Bang-დან. მიღებული იყო ორივე ჯგუფში YG & JYP Entertainment, მაგრამ საბოლოოდ JYP აირჩია. მინჯუნი არა მარტო შემსრულებელი არამედ კომპოზიტორიცაა (თვითონ წერს სიმღერებს) 2012 წლის ოქტომბერში ოჯახური პრობლემების გამო სახელი ჯუნსუ შეცვალა მინჯუნზე.
ახლანდელი
- Jun. К (Jun. K, ნამდვილი სახელი კიმ მინჯუნ (კორ. 김민준); დაიბადა 1988 წლის 15 იანვარს ტეგუში — მთავარი ვოკალისტი.
- ნიქუნი (닉쿤, ნამდვილი სახელი ნიჩხკუნ ბაკ ხოვერჯკულ (นิชคุณ หรเวชกุล); დაიბადა 1988 წლის 24 ივნისს ამერიკულ ქალაქში რანჩო კუკამონგა, გაიზარდა ტაილანდში[3]) — ვოკალისტი.
- თექიონი (택연, ნამდვილი სახელი ოკ თექიონი (კორ. 옥택연); დაიბადა 1988 წლის 27 დეკემბერს ქალაქ ბოსტონში) — მთავარი რეპერი.
- უიანგი (우영, ნამდვილი სახელი ჩან უიანგინ (კორ. 장우영); დაიბადა 1989 წლის 30 აპრილს ქალაქ ბუსანში) — ვოკალისტი.
- ჯუნო (준호, ნამდვილი სახელი ლი ჯუნო (კორ. 이준호); დაიბადა 1990 წლის 25 იანვარს მუნიციპალურ ადგილას ქალაქ კოიანში) — მთავარი ვოკალისტი.
- ჩანსუნგი (찬성, ნამდვილი სახელი ჰვან ჩანსეონგი (კორ. 황찬성); დაიბადა 1990 წლის 11თებერვალს სეულში) — მეორე რეპერი და ვოკალისტი.
ყოფილი წევრი
- ჯებომი (재범, ნამდვილი სახელი პარკ ჯებომი (박재범), იყენებს ფსევდონიმს ჯეი პარკი; დაიბადა 1987 წლის 25 აპრილს სეიტლში[34]) — ლიდერი, მთავარი ვოკალისტი, რეპერი. ჯგუფიდან წასვლის შემდეგ განაგრძო რეპერობა სხვა სააგენტოში[35].
დისკოგრაფია
|
|
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Чо Дже Хён.. (18 სექტემბერი, 2009) 2PM выступают без Чэбома. The Korea Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 2.0 2.1 관객과 함께 호흡하는 ’퍼포먼스 보이그룹’2PM. CNB News (28 სექტემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 3.0 3.1 Оседлав Корейскую волну. Bangkok Post (15 ივლისი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ И Ми Хе.. (5 სექტემბერი, 2009) JYP, 2PM 재범 한국비하 공식 사과문 «머리숙여 사과드립니다 (JYP, Чэбом извиняется с комментариями, «С головой, опущенной от стыда»). Joins.com / Newsen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-12. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ И Ынхёк.. (7 სექტემბერი, 2009) 박진영 «재범, 2PM 탈퇴는 없다» 공식입장 (Пак Джи Ёнг: «Дже Бом не покинет 2PM»). Joins.com / Newsen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-13. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ Пак Сеён.. (8 სექტემბერი, 2009) 재범 2PM 자진탈퇴, 마녀사냥 논란 분분 후폭풍 예고 (Дже Бом объявил, что покидает 2PM. Вызывающая удивление шумная охота на ведьм). Joins.com / Newsen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-13. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ Хан Санхи.. (18 სექტემბერი, 2009) Вернется ли упавшая звезда-кумир?. The Korea Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 2PM 예능 출연 자제 왜? «팬들에 대한 예의 차원. Newsen (15 ნოემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 남성 그룹 2PM이 재범(박재범) 없이 6인조로 극비리에 최근 뮤직비디오 (2PM Без Чэбома возвращаются, фаны удивляются песням). Newsen (2 ნოემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ Намёки Джипа о возвращении Чэбома в 2PM. The Korea Times (12 ნოემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ Ким Хюннок.. (11 ნოემბერი, 2009) 박진 영 «재범 2PM으로 복귀할 것» 최초발언). Starnews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 2PM «재범은 영원한 리더»… 재범과 수익분배. Hankook (21 დეკემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 2PM `하트비트` 노래-마케팅-재범 `대박공식`. MK News (10 ნოემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-18. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 두근두근 2PM ‘하트비트’ 공개직후 실시간차트 1위 ‘기염’. Newsen (10 ნოემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ '6인조' 2PM, 수능날 Mnet '오 굿 콘서트'로 컴백. E-Daily (11 ნოემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-16. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 2PM MAMA 대상 올해의 가수상 눈물펑펑 «재범과 영광 함께할터». Newsen (21 ნოემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 2PM, MAMA 재범 위한 특별 퍼포먼스 뜬다]. Newsen (21 ნოემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 재범없는 2PM, 뮤뱅 K차트 1위 방송 첫 정상 등극 기염. Newsen (27 ნოემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 2PM ‘어겐앤어겐’ 시청자 뽑은 최고가요상. Newsen (31 დეკემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-03-18.
- ↑ Kitchana Lersakvanitchakul.. (20 ივლისი, 2009) Pattaya goes Pop. Nationmultimedia.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-13. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 2PM 데뷔 3개월만에 버라이어티 MC 발탁. Newsen (2 დეკემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ Дже Бом из 2PM позорит Корею, выход серии отложен на неопределенный срок. Sohu (11 სექტემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 윤아-택연-윤상현 ‘패떴2’ 멤버된 진짜 이유? «헝그리 정신이 중요» — 손에 잡히는 뉴스 눈에 보이는 뉴스 — 뉴스엔. Yahoo! Korea (8 იანვარი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-03-03.
- ↑ 2PM 우영-소시 태연 '김승우 쇼' 지원사격. Star News (24 იანვარი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-03-03.
- ↑ 2PM 준호 ‘드림팀2’ 샤이니 민호 이어 고정멤버 발탁. Newsen News (1 თებერვალი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-03-03.
- ↑ 2PM 팬사인회 22일 개최 ‘명동에서 만나요!’. Newsen (8 თებერვალი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 2PM встречаются с тайским премьер-министром. The Korea Times (6 ივლისი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ Luc Citrinot.. (2 აგვისტო, 2009) Новое лицо туризма Таиланда. eTurbonews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 2PM, 60개국 아동인권보호 캠페인 국내 홍보대사. Asiae (5 აგვისტო, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 김태희-2PM CF 동반출연 네티즌 반색 «선남선녀 환상의 조화». Newsen (25 ნოემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-01-02.
- ↑ 2PM 애니콜 신규모델 발탁 ‘연하남+짐승돌’ 상반 매력 발산. Newsen News. 26 ნოემბერი, 2009. Проверено 27 ნოემბერი, 2009.
- ↑ 김태희-2PM CF 동반출연 네티즌 반색 «선남선녀 환상의 조화». Newsen News.25 ნოემბერი, 2009. Восстановлено 27 ნოემბერი, 2009.
- ↑ 2PM 광고계 접수.휴대폰·식음료 이어 ‘스프리스’ 의류 모델 발탁. Newsen News. 5 იანვარი, 2009.
- ↑ Garcia, Cathy R. A.. (2009-09-08) Дже Бом покинул 2PM: Лидер группы ушёл из-за комментов о Корее. The Korea Times. ციტირების თარიღი: September 9, 2009.
- ↑ JYP.. (25 თებერვალი, 2010) 재범 한국비하보다 더 심각한 문제로 계약해지. 소속연예인 적합치 않다. Newsen News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2010-03-03.