Type a search term to find related articles by LIMS subject matter experts gathered from the most trusted and dynamic collaboration tools in the laboratory informatics industry.
საიტი | ოფიციალური საიტი |
---|---|
საიტის ტიპი | შვილობილი |
რეგისტრაცია | არჩევითი (უფასო და ფასიანი) |
დამფუძნებელი |
პიტ დიმერი ვინს ბროუდი ჯონ ეპსტაინი |
მფლობელი | CBS Interactive |
გაეშვა | 1 მაისი, 1996; (19 წლის წინ) [1] |
Alexa-ს რეიტინგი | 838 (თებერვალი, 2015)[2] |
ამჟამინდელი სტატუსი | აქტიური |
GameSpot — ვებსაიტი, რომელიც აქვეყნებს სიახლეებსა და რეცენზიებს ვიდეო თამაშების შესახებ. საიტი გაიხსნა 1996 წლის 1 მაისს პიტ დიმერის, ვინს ბროუდისა და ჯონ ეპსტაინის მიერ. იგი შეძენილი იქნა ვებ-საიტ ZDNet-ის მიერ, ხოლო მოგვიანებით ბრენდი შეიძინა CNET-მა. 2008 წლიდან საიტის მფლობელი არის CBS Interactive.
გარდა იმისა რომ ინფორმაციას თამაშების შესახებ აქვეყნებს GameSpot-ის პერსონალი, საიტი ჩვეულებრივ მომხმარებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ დაწერონ საკუთარი მიმოხილვები, ბლოგები და დააკომენტარონ საიტის ფორუმში. 2009 წლის სექტემბერს GameSpot-მა დაიწყო iPhone, Android-სა მობილური თამაშების კატეგორიზაცია.
2004 წელს Spike TV-ის დაჯილდოებაზე GameSpot-მა გაიმარჯვა "საუკეთესო თამაშების საიტის" ნომინაციაში.[3] ასევე, რამდენიმეჯერ გადაეცა Webby Award-ის ჯილდო. (კონკურენტები: IGN, 1UP.com, GamesRadar და GameSpy). საიტ Compete.com-ის 2008 წლის მონაცემით, წლის განმავლობაში, gamespot.com ჰყავს 60 მილიონი ვიზიტორი.[4]
GameSpot-ის მთავარ გვერდზე განთავსებულია უახლოესი ცნობები, მიმოხილვები და Nintendo (Wii U და Nintendo 3DS), Xbox (Xbox 360 Xbox One), PlayStation-სა (PlayStation 3 PlayStation 4) და PC პლატფრომების პორტალები.
საიტი დაარსებული იქნა პიტ დიმერის, ვინს ბროუდისა და ჯონ ეპსტაინის მიერ სან-ფრანცისკოში. თავდაპირველად, GameSpot ფოკუსირებული იყო ექსკლუზიურად PC-თამაშებზე. მისი შვილობილი საიტი VideoGameSpot.com გაეშვა 1996 წლის დეკემბერში, რათა აეთვისებინა კონსოლის თამაშები. 1997 წელს VideoGameSpot.com, გარკვეული პერიოდით, შეეცვალა სახელი და დაერქვა VideoGames.com, თუმცა 1998 წელს PC სა და კონსოლის სექციები გაერთიანდა GameSpot.com-ში.[5]
2005 წლის ოქტომბერს GameSpot-მა მიიღო ახალი დიზაინი, მსგავსი TV.com-ისა, რომელიც, დღესდღეობით ითვლება GameSpot-ის დაძმობილებულ საიტად.[6]
GameSpot UK (დიდი ბრიტანეთი) გაიხსნა 1997 წელს იან ჰოუვის, აშერ როსპილოზისა და სიუზი დენიელსის მიერ.[7] 1999 წლის რედაქციის შემადგენლობაში შევიდა ლორა ჯენერი, რას უილისი, ჯონ ჰულიგანი და ჯანსტინ კოლვერტი. 2002 წლის შუა პერიოდში საიტი ფუნქციონირებდა დამოუკიდებლად და მომხმარებლებს სთავაზობდა ამერიკული ვერსიისაგან განსხვავებულ შიგთავსს. 1999 წელს GameSpot UK გახდა PPAi (Periodical Publishers Association interactive) პრემიის ლაურეატი, როგორც საუკეთესო ვებ-საიტი.[8] იგი ამავე პრემიაზე ნომინირებული იქნა 2001 წელს.[9] მას შემდეგ რაც ZDNe შესყიდული იქნა კომპანია CNET-ის მიერ, GameSpot UK შეუერთდა ამერიკულ საიტს. 2006 წლის 24 აპრის GameSpot UK ხელახლად იქნა გაშვებული.[10] დირექტორი გახდა ფილ ელიოტი, (გადადგა 2007 წელს), რუბრიკა Features რედაქტორი - გაი კოკერი და საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი - ემა ბოიზი.[11] ხოლო რაც შეეხება ძველ რეადაქციას, ლაური ჯენერი დაინიშნა საიტის დირექტორად, რასელ უილისი მხატვრულ დირექტორად, ხოლო ჯასტინ კოლვერტმა დაიწყო მუშაობა გეიმსპოტის სან-ფრანცისკოს მთავარ ოფისში.
GameSpot AU (ავსტრალია) დაარსდა 1990-იანი წლების ბოლოს, რომელიც აქვეყნებდა რეცენზიებს ამავე ქვეყანაში. საიტი დაიხურა 2003 წელს. რესურსების პირველი დირექტორი იყო ედ დოუსონი, ხოლო შემდგომში იგი შეცვალა ალექს კიდმანმა. 2006 წლის შუა პერიოდში საიტი კვლავ გაეშვა და დღესდღეობით ფუნქციონირებს სრულფასოვნად.
GameSpot Japan გაეშვა 2007 წელს. იგი აქვეყნებს რეცენზიებს, სიახლეებსა და მიმოხილვებს იაპონიის ვიდეო თამაშების ინდუსტრიის შესახებ და ასევე გადათარგმნილ სტატიებს სხვა GameSpot-ის სატებიდან.
2001 წლის იანვარს საიტმა დანერგა მიმიხილვების ახალი სისტემა თმაშებისთვის, რომელიც ვრცელდება ყველა ძირითად თამაშზე. ასევე მას გააჩნია დეტალური სახელმძღვანელო, რომელიც განმარტავს მათი განხილვის პოლიტიკას[12] და ასევე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხები მათ მიმოხილვებთან დაკავშირებით.
თამაშის შეფასება ხდება ათ ბალიანი სისტემით. ადრე ყველა თამაში განიხილებოდა შემდეგი განსხვავებული კატეგორიით: გეიმპლეი, გრაფიკა, ხმა, ღირებულება, თუმცა 2007 წლის 25 ივნისს, საიტმა დაასრულა ამგვარი შეფასების პრაქტიკა და დანერგა განსხვავებული შეფასების სისტემა, რასაც დაემატა სხვა კატეგორიები: მხატვრული მხარე, საუნდტრეკი, თამაშის სირთულე და ა.შ.
|
|